суббота, 12 апреля 2014 г.

ლარისა სავჩუკის პროექტის პორტფოლიო

პროექტის სანახავად იხილეთ ბმული
ტრენინგის 9 დღე
ჩვენი ტრენინგი დასრულდა..
გავაკეთეთ პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები, მოვახდინეთ უკუკავშირი, ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები.

მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა და მადლიერება ჩვენი ტრენერის მიმართ, რომელმაც ამომწურავი ცოდნა მოგვცა პროექტით სწავლებასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დიანას.
ტრენინგის 8 დღე
დასასრულს უახლოვდება ჩვენი ტრენინგი.ბევრი სიახლე და დიდი გამოცდილება შევიძინე.ამ ტრენინგის დახმარებით უკეთ შევძლებ ნამუშევრების,პრეზენტაციების  ეფექტურად წარდგენას.მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ,რათა, კოლეგების პრეზენტაციები კონსტრუქციულად შევაფასო.განვიხილეთ მერვე მოდული.
ტრენინგის 7 დღე
მეტად საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი დღე,რადგანაც ვისწავლეთ პრეზენტაციების ბლოგზე ატვირთვა.ჩვენს გვერდითაა ყოველთვის  ტრენერი, ქალბატონი დიანა და ძალიან გვეხმარება.განვიხილეთ მეექვსე მოდული,სპეც.საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასების რუბრიკა..წინ გველის უფრო საინტერესო დღეები.დიდი მადლობა დიანა მასწს ჩვენი გაძლებისთვის....
ტრენინგის 6დღე



ტრენინგის  V I  დღე. განვიხილეთ  მეოთხე  მოდულის საკითხები .მოსწავლის ნიმუშების შექმნა, სავარაუდო  ნიმუშების შეფასება. მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა; მოსწავლის  პერსპექტივიდან  დანახული სასწავლო  პროცესი.

ტრენინგი 5 დღე


 გავიხსენეთ  საპრეზენტაციო  პროგრამა.გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობას.ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის. უკუკავშირის  მიღება  პროექტის  პორთფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი  საჭიროებების შეფასება.

суббота, 15 марта 2014 г.

ტრენინგის მე-4
განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. შაბლონში ჩავწერეთ შეფასების გეგმა. შევქმენით საკუთარი პროექტისთვის შეფასების ცხრილი.ვისწავლეთ ცხრილის შექმნა ვორდში.დავათვალიერეთ პრეზენტაციების ნიმუშები.დავიწყეთ პრეზენტაციის მონახაზის შექმნა.